Read the Beforeitsnews.com story here. Advertise at Before It's News here.
Profile image
By Center for a Stateless Society
Contributor profile | More stories
Story Views
Now:
Last hour:
Last 24 hours:
Total:

ექსტრემალური კოსმოპოლიტიზმის დასაცავად

% of readers think this story is Fact. Add your two cents.


კოსმოპოლიტიზმი განიცდის შეტევას პოლიტიკური სპექტრის ყველა ფლანგიდან, როგორც ა.შ.შ-ში ასევე სხვა ქვეყნებში. არც ისე დიდი ხნის უკან პრეზიდენტ ტრამპის მთავარმა სტრატეგმა, სტივ ბენონმა, რომელიც საკუთარ თავს უწოდებს “ეკონომიკურ ნაციონალისტ”, Conservative Political Action Conference-ზე განაცხადა: “ჩვენ პირველ რიგში გვჯერა, რომ ჩვენ ვართ ერი რომელსაც აქვს ეკონომიკა და არა ეკონომიკა გლობალურ ბაზარზე რომელსაც არ გააჩნია საზღვრები” რა თქმა უნდა ეს მცდარია, მაგრამ ბენონის ტომური ნაციონალიზმი ბევრის მთქმელია.

კოსმოპოლიტიზმის უარყოფა არის ცუდი თავისუფლებისთვის, მშვიდობისთვის და კეთილდღეობისთვის რადგან ისინი ერთმანეთზე არიან დამოკიდებული. კავშირი თავისუფლებასა და კოსმოპოლიტიზმს შორის სერიოზულია და არ არის რაღაც კონცეპტუალური კავშირი. რა თქმა უნდა, თავისუფლებაში შედის ინდივიდის უფლება დაიკავოს მშვიდობიანი ურთიერთობა, ნებისმიერ ადამიანთან, ჯგუფთან თუ ადგილთან, რაც შედეგად იწვევს მშვიდობიანი ურთიერთ კავშირს და კეთილდღეობას. მაგრამ ეს კავშირი მნიშვნელოვანია: ახალ თაობებს, იმის მიუხედავად რას მათ ასწავლიდნენ მათი უფროსები, ბუნებრივად უჩნდებათ ინტერესი სხვა ერების და კულტურების მიმართ. მატ ბუნებრივად უჩნდება ეჭვის შეტანის სურვილი იმ ნასწავლი ხელშეუხებელი ტრადიციების (მათ შორის სეკულარული ტრადიციების) მიმართ. ეს კი გარდაუვლად გამოიწვევს კულტურულ და მატერიალურ გაცვლას და შემდგომ სოციალური ურთიერთობების ევოლუციას. კულტურის “იდეალი” რომელიც დაცულია ცვლილებებისგან და კრიტიკისგან არის “ურჩხული”, განსაკუთრებით დღეს; ამავე დროს მახინჯი “კულტურული” ტრადიციების დაცვა ცვლილებისგან შეუძლებელია, თუნდაც ამის სურვილი არსებობდეს. იგივე ტოტალიტარული სახელმწიფოებში, დიდი სირთულეებს განიცდიან “მავნე” საგარეო გავლენების ჩახშობისას, რაც კარგად გამოჩნდა სსრკ-ს მაგალითზე.

არ არის საჭირო, რომ არისტოფანისავით ვთქვათ “არ არსებობს ზევსი, მის ნაცვლად გრიგალი არის თურმე მეუფე”. მაგრამ დაუნახავი და მოულოდნელი ცვლილება გარდაუვალია, თუმცა ექვემდებარება ასიმილაციას ნორმალურ პირობებში. განთავისუფლებულ საზოგადოებაში ცვლილებების უმეტესობა მცირედია – მსოფლიო არ იწყება თავიდან ყოველი ახალი დღით, რადგან არც ერთი ცენტრალიზირებულ ორგანოს/ხელისუფლებას არ აქვს ძალა მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც მომენტალურად შეცვლიან მთელ საზოგადოებას. მაგრამ, ცვლილებები, რომლებიც თავისუფლებით მოდიან დრამატულია და უმეტეს შემთხვევაში კეთილთვისებიანია ხალხისთვის.

ორიგინალური კოსმოპოლიტური ლიბერალიზმი, რასაც დღეს ლიბერტარიანიზმს ვუწოდებთ, განასახიერებს ამ ცხოვრების ფაქტს. ის ცვლილებას ენთუზიაზმით აღიარებს. თავისუფლება და კეთილდღეობა, რომელსაც ის ქმნის გვაძლევს საშუალებას შევეჭიდოთ გაურკვეველ მომავალს, რომელიც ადამიანის მოქმედების შედეგია, მაგრამ არა ადამიანის განზრახვა, ის სპონტანურად იშლება ჩვენ წინ. ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ლიბერალიზმი (ლიბერტარიანიზმი), როგორც იდეოლოგია, რომელიც დგას კონსერვატიზმის/ ტრადიციონალიზმის და რაციონალიზმის/იაკობინელიზმის შორის.

როგორც ფ. ა. ჰაეკმა დაწერე “რატომ მე არ ვარ კონსერვატორი”: როგორც ბევრმა კონსერვატორმა მწერალმა აღნიშნა კონსერვატიზმის ერთ-ერთი ფუნდამენტური და დამახასიათებელი ნიშანია – ცვლილების შიში, სიახლის უნდობლობა, როდესაც ლიბერალური (ლიბერტარიანული) პოზიცია დაფუძნებული: სიმამაცეზე, მტკიცე მზაობაზე თავისუფლებით მოსულმა ცვლილებების მიმართ, იმ შემთხვევაშიც კი თუ ჩვენ არ ვიცით როგორ იქნება საბოლოო შედეგი.”

ჰაეკის გახსნილობა ცვლილებისკენ შეიძლება კონფლიქტში შევიდეს მის “კონსერვატიზმსთან” წიგნებში როგორიცაა “Constitution of Liberty” (1960) და “The Fatal Conceit” (1988) (ფატალური ქედმაღლობა მდგომარეობს იმ რწმენაში რომ ჩვენი მორალი ქცევის პრინციპები არიან წარმოქმნილი აზროვნებისგან და არა სპონტანური სოციალური ევოლუციისაგან, რომელიც გაჩნდა, რადგან კაცობრიობა ეძებს უკეთეს ცხოვრებას). რეალურად არანაირი კონფლიქტი არ არსებობს, რადგან “რატომ არ ვარ კონსერვატორი” არის “Constitution of Liberty”-ის ბოლო სიტყვა. როდესაც არ არსებობს ტრადიციას ალტერნატივა, ადმიანი თვლის რომ ამ ტრადიციის ფასეულობა მის დღეგრძელობაში გამოიხატება. (თუმცა ტრადიციის ხანგრძლივობა სულაც არ ნიშნავს რომ ის აუცილებლობად კარგია ან რაციონალური, ეგეთ კოსნერვატორული დაცვის მეთოდი სულაც არ არის ახალი, ის ჯერ კიდევ მოდის არისტოტელეს დროიდან. ამაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ: Reason and Value: Aristotle versus Rand.. გარკვეული ტრადიციის ხანგრძლივობა რამდენად ნდობის ღირსიც არ უნდა იყოს არ ამართლებს ტრადიციების “გაყინვას”, რადგან ეს იქნებოდა მედიდურობის გამოხატვა ჩვენი ახლანდელი არასრულყოფილი ცოდნის მიმართ. ყველაფერს თავი რომ დაანებო, როდესაც დღევანდელი ტრადიციები სიახლე იყო: საიდან უნდა ვიცოდეთ რომ არ არსებობს უფრო უკეთესი მეთოდებით ჩვენი მთავარი მიზნების მისაღწევად რაც არის საზოგადოებაში ადამიანის აყვავება? რატომ უნდა შევზღუდოთ თავი ამ ცოდნის ძებნისგან ტრადიციის გამო? და რატომ ვთვლით, რომ ყველაფერი რაც მნიშვნელოვანია ცოდნისთვის მოინახება ჩვენ ეროვნულ საზღვრებს შიგნით? აქედანაც მოდის ლიბერალი კოსმოპოლიტიზმი, რაც ბერძნულად ნიშნავს მსოფლიო მოქალაქეს, რაც აგრეთვე გავრცელებული იყო სტოიკოს ფილოსოფოსების შორის, როგორიცაა რომის იმპერატორი კეისარი მარკუს ავრელიუსი და ეპიქტეტუსი. (ეს ასევე გვახსენებს ადამ სმიტის დაკვირვებას რომ შრომის გაყოფა შეზღუდული მხოლოდ ბაზრის საზღვრებით)

ბევრი მეთოდი, რომელიც მიზნად ისახავდა ტრადიციის რომანტიზაციას და კულტურის დაკონსერვებას გვასწავლიან სულ სხვა გაკვეთილს. გავიხსენოთ მიუზიკლი “მევიოლინე სახურავზე”​ (Fiddler on the Roof), რომელიც შალომ-ალეიხემის “მერძევე ტევიეს”, მიხედვითაა დადგმული. ამ ამბის პროტაგონისტი ტევიე​ იწყებს შოუს იმ ტრადიციის დალოცვით, რომელმაც შესძლო, მისი და მისი მეზობლების (და წინამორბედების), ბალანსის შენარჩუნება მრავალი წლის განმავლობაში, როგორც ის ამბობს ჩვენი ტრადიციით ყველამ იცის ვინ ვინ არის და რა სურს ღმერთს მისგან (ამავე დროს ის კითხულობს თუ როგორ დაიწყო ტრადიცია და ასევე პასუხობს რომ არ იცის, მაგრამ ეს ტრადიცია არის). შაბათის დროს კი ტევიე და მისი ცოლი ლოცულობენ, რომ ღმერთმა დაიცავს მათი ხუთი ქალიშვილი “უცხოელების” გზისგან.

მაგრამ, მალევე ტრადიციული სტრუქტურა, რომელიც ტევიეს რწმენით მისი გადარჩენის საშუალებაა, ინგრევა, და მას არ გააჩნია არანაირი ძალა შეაჩეროს ეს. როდესაც ის თანხმდება გაათხოვოს თავისი უფროსი ქალიშვილი ცეიტლი, ბევრად ასაკოვან, მაგრამ შეძლებულ ადამიანზე, ვინც შერჩეული არის სოფლის მაჭანკლის მიერ. მაგრამ მისი ქალიშვილი მას სთხოვს ეს არ გააკეთოს, რადგან მას უკვე ყავს შეყვარებული რომელთანაც მას სურს შეუღლება, ტევიეს პირველადი რეაქცია უარყოფითია თუმცა ის მალევე დაინახავს სიყვარულს თავისი შვილის თვალებში, ის მიხვდება, რომ მისი ქალიშვილის ბედნიერება უფრო მნშვნელოვანია ვიდრე ტრადიცია.

ცეიტლის განქორწინება ტრადიციისგან მხოლოდ დასაწყისია, ტევიეს მეორე ქალიშვილს, ჰოდლს, შეუყვარდება პერჩიკი, ღარიბი სტუდენტი კიევიდან, რომელიც სოფელში მიჩნეული რადიკილად, რადგან მას ჯერა რომ გოგოებმა უნდა მიიღონ განათლება, ასევე მისი ცეკვის გამო ჰოდლთან, ცეიტლის ქორწილზე. შეტევა ტრადიციაზე მხოლოდ მძაფრდება, როდესაც ჰოდლი და პერჩიკი გადაწყვეტენ დაქორწინებას: ისინი არც კითხულობენ ნებართვას ტევიესგან, მხოლოდ და­ლოც­ვას, რაც არი დიდ დარტყმა ტრადიციაზე, თუმცა ღმერთთან დიალოგისას ტევიე ამბობს რომ “ოდესღაც ჩვენი ტრადიციები სიახლე იყვნენ” რაც არის გამანადგურებელი აზრის იმ ადამიანისთვის რომელსაც უნდა შვილების “უცხოელებისგან” დაცვა. ტევიე თანხმდება და აძლევს ნებართვას და დალოცვას მათ, როგორც ტევიე უხსნის თავის ცოლს: “ეს არის ახალი სამყარო, სადაც ხალხი ქორწინდება სიყვარულის გამო.” ამის შემდეგ ის კითხულობს თავის ცოლს, რომელიც მან პირველად გაიცნო ქორწინების დღეს, “გოლდე გიყვარვარ?”. აშკარად ტევიე უფრო დადებითად არის გაწყობილი ახალი სამყაროს მიმართ.

თუმცა მერძევე ტევიე საბოლოოდ ხაზს უსვამს თავისი მესამე შვილის შემთხვევაში: ჩავა, რომელიც ცოლად გაჰყვება ახალგაზრდა რუსს. როდესაც ის ოჯახთან ერთად ტოვებს ანატევკას, ტევიე დალოცავს თავის მესამე შვილს და მის ქმარს, ტევიე ოჯახთან ერთად გადადის ნიუ-იორკში (როგორც ნაწარმოების ავტორი) და არა ტრადიციულ პალესტინაში. ეს ნაწარმოები გვაჩვენებს რომ არც იზოლორებულ, ჰომონოგემურ და ტრადიციულ საზოგადოებას შეუძლია გარესამყაროს ცვლილებისგან “თავდაცვა”. რა უნდოდა ამით ეთქვა შოლომ-ალეიხემს? როგორ შეიძლება ადიდო ტრადიციონალიზმი და ამავე დროს აჩვენო მისი გარადაუვალი დაშლა თავისუფლი ახლაგზრდების მიერ, რომლებსაც, მხოლოდ ბედნიერება სურთ? ამაში არის გაკვეთილი ყველა ჩვენგანისთვის განსაკუთრებით იმ ადმინებისთვის ვისაც უნდა “გახადონ ამერიკა ისევ დიდებული”.

გრიგალი მეფობს, იმის მიუხედავად ვის რა ოცნებები აქვს ან მცდელობები, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ცვლილება კარგია, მაგრამ ყველა ცვლილების აღმოფხვრა, მხოლოდ იმიტომ რომ აღმოფხვრა ცუდი ცვლილება უბრალოდ ამაო და გამოუსადეგარია. ასევე, ცვლილება, რომელიც ერთისთვის ცუდია შეიძლება სხვა ადამიანისთვის დადებითიც კი იყოს. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ სრული უფლება დაიცვან საკუთარი თავი ცვლილებისგან, რომელიც მათ არ მოსწონთ, მაგრამ სურათში არ უნდა მოხდეს ადამიანის იძულება.

თავდაპირველი ლიბერალიზმის ისტორია სავსეა იდეებით რომელიც გულისხმობს გახსნილობას ცვლილების მიმართ, რაც არის კოსმოპოლიტიზმის შინაარსი, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კეთილდღეობისთვის. იდეების თავისუფალი და კონკურენტული გარემო ასევე, როგორც პროდუქტების და სერვისების, თავისუფალი ბაზარი იყო უმთავრესი ღირებულება თავდაპირველი ლიბერალებისთვის, რადგან მათ იცოდნენ, რომ ეს გახსნილობა იყო აუცილებელი, რათა დაეშალათ უცოდინარობა, არა მხოლოდ იმაში თუ როგორც ჩვენ ვფიქრობთ, არამედ იმაშიც თუ როგორ ვცხოვრობთ ჩვენ. ამით მათ აჩვენეს თავმდაბლობა – იმის გააზრება, რომ ჩვენ ცოდნას გააჩნია საზღვარი და ზუსტად ამიტომ საჭიროა იდეების თავისუფალი ბაზარი.

ლეგენდარული ჯონ სტიუარტ მილი ზუსტად ამით არის ცნობილი, მოვიყვანოთ მისი ციტატას: “როგორც განსხვავებული შეხედულებების არსებობაა სასარგებლო იქამდე, ვიდრე ადამიანების მოდგმა არასრულყოფილია, ისევე სასარგებლოა ცხოვ- რების განსხვავებული ექსპერიმენტების არსებობა; ისევე საჭიროა, რომ თავისუფალი სარბიელი მიეცეს ხასიათის სხვებისთვის არასაზი- ანო ტიპებს; და რომ ცხოვრების სხვადასხვა ფორმების ღირებულე- ბა პრაქტიკულად დამტკიცდეს, როცა ვინმე მათ მოსინჯვას მოინდო- მებს. მოკლედ, სასურველია, რომ საქმეებში, რომლებიც უმთავრესად სხვებს არ ეხება, ინდივიდუალურობამ თავისი სიტყვა თქვას. სადაც ქცევის წარმმართველია არა ადამიანის საკუთარი ხასიათი, არამედ სხვა ადამიანების ტრადიციები და ჩვეულებები, იქ არასაკმარისად არის ადამიანის ბედნიერების ერთ-ერთი პრინციპული შემადგენე- ლი ნაწილი, რომელიც ინდივიდუალური და სოციალური პროგრე- სის თითქმის მთავარი ინგრედიენტიცაა.”

კიდევ ერთი მაგალითი, გავიხსენოთ ჩარლზ დანოიერი (Charles Dunoyer), ფრანგი რადიკალ ლიბერალი ეკონომისტი, რომელიც იყო კლასობრივი ანალიზის დამფუძნებული (რომელიც შემდეგ მკვეთრად გაუბედურდა მარქსის ვერსიაში). ჩარლზი აკრიტიკებდა ანრი დე სენ-სიმონის (Henri de Saint-Simon) უტოპიურ სოციალიზმს, რადგან სენსიმონიზმი ვერ ხედავდა ფასეულობას იდეების კონკურენციაში. დანოიერმა 1827 წელს დაწერა, რომ სენსიმონიალები ჩივიან იმას, რასაც ისინი უწოდებენ “კრიტიკის სისტემას, ანუ წინააღმდეგი არიან საერთო და პერმანენტული განხილვის, დებატების და იდეების თავისუფალი კონკურენციის მიმართ. ეს იგივეა რაც განახორციელო შეტევა ცხოვრების ყველაზე აქტიურ და მნიშვნელოვან პრინციპზე , რაც რეალურად ჩვენი განვითარების საუკეთესო ხერხია. მართალია ისინი თვლიან, რომ ის “ზოგჯერ” საჭიროა, დანოერი კი კითხულობს რა შეიძლება იყო საწინააღმდეგო არგუმენტი თავისუფლების წინააღმდეგ?

დანიორმა გააგრძელა: თუ ამდენი საუკუნის შემდეგ არსებობს ერთი საზოგადოება, რომელიც დროთა განმვალობაში არ შეიცვალა თავისი იდეები და ყოფა? დააბრალო თავისუფლებას ის რაც არის გაურკვევლობა მორალურ და სოციალურ დოქტრინებში იგივეა რაც დაინახო ბოროტება განკურნებაში და იჩივლო იმაზე რაც ზუსტადაც აქრობს გაურკვევლობას.

მან დასკვნა “ორგანული სკოლის შეცდომა [სენსიმონიზმი] იმის რწმენაა, რომ თავისუფლება, მხოლოდ დროებითი საშუალებაა… რეალობა კი ისაა რომ თავისუფლი განხილვა ყოველთვის იქნება საჭირო. საზოგადოება, რომელიც ცხოვრობს, მხოლოდ მოქმედებით, და მოქმედებს იმ იდეებით. რომელიც მას გააჩნია, მაგრამ, რათა შეძლო შენი მოქმედებების ყოველი ჯერით გაუმჯობესება საზოგადოებას სჭირდება თავისი ცოდნის სრულყოფა, და ამის მოხერხება, მხოლოდ შესაძლებელია თავისუფლებით; კვლევით, საკითხების განხილვით და ღია დისკუსიით, ზუსტად ეს არი ამისთვის საჭირო, ბუნებრივი მდგომარეობა ესე ყოველთვის იქნება, მაშინაც კი, როდესაც ცოდნის და გააზრების დონე უდიდესი იქნება”.

ამ ცოდნის ძებნაში, რომელიც აუცილებელია ჩვენი ცხოვრების გასაუმჯობესებლად, კოსმოპოლიტური ლიბერალიზმის (ლიბერტარიანიზმის) პოლიტიკურ პროგრამაში – პრინციპულად შედის უდავო თავისუფალ ვაჭრობაზე, ადმიანის თავისუფალ გადაადგილებაზე, რაც არის ღია საზღვრები ადამიანებისთვის, კაპიტალისათვის და ნაწარმოებისთვის. ეს პროგრამა არ არის, რაღაც აბსტრაქტულ თავისუფლებაზე, არამედ ის წარმოადგეს იმის გააზრებას, რომ ადამიანის კეთილდღეობა, როგორც სმიტის შრომის გაყოფა, მხოლოდ შეზღუდული საზოგადოების საზღვრებით, ზუსტად ამიტომ არის საჭირო გაფართოება მშვიდობიანი ნებაყოფლობითი ვაჭრობით და გაცვლით, რომელმაც უნდა მოიცვას მთელი სამყარო. ამავე შემთხვევაში ნებისმიერი სხვა ულტრა ნაციონალისტური, კოლექტივისტური და “ტომური” პოლიტიკა, რომელიც ისახავს მიზნად ადამიანის შეზღუდვას არის საფრთხე ადამიანის კეთილდღეობისთვის და განვითარებისთვის.

The Center for a Stateless Society (www.c4ss.org) is a media center working to build awareness of the market anarchist alternative


Source: https://c4ss.org/content/48665


Before It’s News® is a community of individuals who report on what’s going on around them, from all around the world.

Anyone can join.
Anyone can contribute.
Anyone can become informed about their world.

"United We Stand" Click Here To Create Your Personal Citizen Journalist Account Today, Be Sure To Invite Your Friends.

Please Help Support BeforeitsNews by trying our Natural Health Products below!


Order by Phone at 888-809-8385 or online at https://mitocopper.com M - F 9am to 5pm EST

Order by Phone at 866-388-7003 or online at https://www.herbanomic.com M - F 9am to 5pm EST

Order by Phone at 866-388-7003 or online at https://www.herbanomics.com M - F 9am to 5pm EST


Humic & Fulvic Trace Minerals Complex - Nature's most important supplement! Vivid Dreams again!

HNEX HydroNano EXtracellular Water - Improve immune system health and reduce inflammation.

Ultimate Clinical Potency Curcumin - Natural pain relief, reduce inflammation and so much more.

MitoCopper - Bioavailable Copper destroys pathogens and gives you more energy. (See Blood Video)

Oxy Powder - Natural Colon Cleanser!  Cleans out toxic buildup with oxygen!

Nascent Iodine - Promotes detoxification, mental focus and thyroid health.

Smart Meter Cover -  Reduces Smart Meter radiation by 96%! (See Video).

Report abuse

    Comments

    Your Comments
    Question   Razz  Sad   Evil  Exclaim  Smile  Redface  Biggrin  Surprised  Eek   Confused   Cool  LOL   Mad   Twisted  Rolleyes   Wink  Idea  Arrow  Neutral  Cry   Mr. Green

    MOST RECENT
    Load more ...

    SignUp

    Login

    Newsletter

    Email this story
    Email this story

    If you really want to ban this commenter, please write down the reason:

    If you really want to disable all recommended stories, click on OK button. After that, you will be redirect to your options page.