Read the Beforeitsnews.com story here. Advertise at Before It's News here.
Profile image
By Center for a Stateless Society
Contributor profile | More stories
Story Views
Now:
Last hour:
Last 24 hours:
Total:

რატომ ეწინააღმდეგება გენდერული როლების იდეა ლიბერტარიანიზმს

% of readers think this story is Fact. Add your two cents.


ცოტა ხნის წინ, მე ვუყურე ფილმს “Elysium”, სხვა ჰოლივიდური ფილმების მსგავსად აქაც, მამაცმა და ძლიერმა კაცმა გადაარჩინა უძლური ქალი და ბავშვი. ჩემთვის, როგორც ფემინისტისთვის, ეს გამაღიზიანებელი იყო, მაგრამ, როგორც ქალმა მე სულ სხვა რამ ვიგრძენი, მე გავაცნობიერე, რომ ამ ყველაფერში მე გარკვეულ ხიბლს ვხედავდი. მსგავს ტროპებს ქმნის კულტურული გავლენები, როდესაც მე ან სხვა ქალი აღელვებით ვფიქრობთ, რომ ძლიერი მამაკაცი ყოველგვარი საფრთხისგან დაგვიცავს. თუმცა, რამდენადაც მიმზიდველიც არ უნდა იყოს ეს იდეა, მე ვაცნობიერებ რომ იმ კაცს, რომელსაც შეუძლია ჩემთვის ყველაფრის მოცემა, ასევე შეუძლია ყველაფრის წართმევა.

სინამდვილეში მე არ ვფიქრობ, რომ კაცებს ჩემგან უნდათ რაიმეს წართმევა, მე არ ვფიქრობ რომ “ძლიერი მამაკაცის და უძლური/სუსტი ქალის” ტროპი არის პატრიარქატის პროექტი, რომელიც ცდილობს ჩემს და სხვა ქალების დამონებას. მე ვფიქრობ, რომ ის ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ გენდერული როლებს კეთილი ზრახვები ამოძრავებთ. “კაცები უნდა იცავდნენ ქალებს” ეს არის გენდერული როლების უმთავრესი იდეა, მაგრამ ამ იდეის კეთილი ზრახვის მიუხედავად, მისი პოპულარიზაცია მაინც ავთვისებიანია. ასევე ის ხედვა, რომ გენდერული როლები ნაკარნახევია ბიოლოგიური ჩარჩოებით, და რომ ამ ჩარჩოების დაძლევა და შეცვლა შეუძლებელია.

როდესაც მე ვამბობ “იდეები გენდერული როლების უკან” მე ვგულისხმობ, იმ შეხედულებას, რომ ქალები “ასეთები” არიან კაცები კი “ისეთები”. კაცები არიან ფიზიკურად ძლიერები, ქალები კი სუსტები. კაცები რაციონალურები არიან, ქალები ემოციურები. კაცები კარგად ერკვევიან მათემატიკაში და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ქალები კი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში. კაცები უნდა მუშაობდნენ, ქალები კი ბავშვებს უვლიდნენ.

ბევრი ადამიანს ზოგადი წარმოდგენა გენდერულ როლებზე მოდის ბიოლოგიიდან, სხვების კი კულტურული საწყისებიდან. დღეს უკვე ირკვევა, რომ ზოგი გენდერული განსხვავება, რაც ჩვენ ბიოლოგიური გვეგონა, სინამდვილეში დაფუძნებულია არასწორ ფსევდო მეცნიერულ და გადაუმოწმებელ წარმოდგენებზე. ადამიანებს უმრავი რამის სჯეროდათ, მაგალითად ის რომ სიარული და ცხენის მხედრობა ქალს უნაყოფოს გახდიდა ან კი მუცლის მოშლას გამოიწვევდა. ასევე, მეცნიერული და ტექნოლოგიური განვითარებით, ბევრი ბიოლოგიური შეზღუდვა დღეს უკვე აღარ წარმოადგენს პრობლემას.

ჩვენ შეგვძლია დიდი ხანს ვიძიოთ თუ საიდან მოდიან ეს იდეები, მაგრამ აშკარაა, რომ გენდერული როლები ზღუდავენ ადამიანებს. როდესაც პატარა გოგონებს ახსენებენ სტერეოტიპს, რომ ქალები მათემატიკაში ცუდები არიან , ისინი დიდი ალბათობით ან ცუდად დაწერენ მათემატიკის ტესტებს ან კი საგნის მიმართ ყოველგვარ ინტერესს დაკარგავენ. გენდერული როლები ეუბნებიან ქალებს, რომ მათთვის მხოლოდ “ფემინური” ქცევებია მისაღები და ქალი აუცილებლად უნდა იყოს ფემინური. ეს კი მათ ყოველგვარ სურვილს უკლავს მიიღონ მონაწილეობა ისეთ აქტივობებში, რომლებიც “მასკულინურია”, ანუ „კაცურად“ არის მიჩნეული. მათი სურვილი კვდება რადგან, გენდერული როლები მათ პირდაპირ ეუბნებიან, რომ ისინი წარუმატებლები იქნებიან ამ საქმეში, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ქალები არიან. მათ ასევე აშინებთ ის, რომ თუ ისინი არ იქნებიან საკმარისად ფემინურები, ისინი უარყოფილი იქნებიან საზოგადოების მიერ. ეს ყველაფერი ანალოგიურად მეორდება კაცების შემთხვევაში.

რომ დავაკონკრეტოთ, ჰარვარდის დეკანი, ლარი სამერსს, დიდი პრობლემები შეექმნა როდესაც, მან განაცხადა, რომ ქალების სიმცირე მეცნიერებაში ბიოლოგიური მიზეზებითაა გამოწვეული. ზოგი მეცნიერული კვლევა ამტკიცებს, რომ ეს შეიძლება მართლაც ასე იყოს მაგრამ, როდესაც მეცნიერებაში დაინტერესებულ ქალებს ჩაუნერგავ, რომ მათ “ბიოლოგიური შეზღუდვები აქვთ” მეცნიერულ სფეროში, ეს ბუნებრივად გამოიწვევს ქალების რიცხვის შემცირებას მეცნიერებაში. ზუსტად ამიტომ, განზრახვის მიუხედავად, გენდერული როლები ზღუდავენ ქალის არჩევანს.

თუ კაცებთან შედარებით ქალები სუსტები არიან მეცნიერულ საგნებში , და უკეთესად უვლიან ბავშვებს, მაშინ რატომ უნდა დახარჯოს ვინმე მარტამ, თავისი დრო დოქტორანტურაში, თუ მას არ გააჩნია საკმარისი ნიჭი, რომ ეს განათლება გამოიყენოს, ამასობაში კი მისი რეპროდუქციული დრო იწურება. უფრო წინ წავიდეთ, რატომ არ ჩავუტაროთ თითოეულ ადამიანს IQ ტესტი, და ვუთხრათ, რომელ კარიერას მიყვნენ? რატომ არ ეუბნება სკოლის ფიზიკური გამძლეობის ტესტი ვინ უნდა იყოს იურისტი და ვინ პოლიციელი? უფრო ეფექტური არ იქნება თუ ის ადამიანები, “რომლებმაც უკეთესად იციან” უკარნახებენ ადამიანს, რა საქმიანობა შეეფერება მის სქესს?

რეალურად ძალიან რთულია განსაზღვრო სქესით, ინტელექტით და სხვა მონაცემებით თუ რა პროფესია იქნება ადამიანისთვის საუკეთესო.
და რეალურ სამყაროში შეუძლებელია გათვალო თუ რა მოუნდება ადამიანს მომავალში, ზუსტად ეს ხდის საბაზრო ეკონომიკის პრინციპს მნიშვნელოვანს და უკეთესს გეგმიურ ეკონომიკასთან შედარებით. როდესაც არჩევანი იზრდება ასევე იზრდება სარგებელი, ინოვატორები არ ჩნდებიან იქ, სადაც ისინი შეზღუდულნი არიან გარე ძალების მიერ. თავისუფლება და არა შეზღუდვები ქმნიან კეთილდღეობას.

ქალის არჩევანის შეზღუდვა კი ზღუდავს მის შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღოს ბაზრის ეკონომიკაში. ქალი, გენდერული როლების შექმნილი წარმოდგენების გამო, კარგავს შესაძლებლობას მიიღოს სრული მოგება თავისუფალი ბაზრისგან.

თანამედროვე გენდერული როლები ქალებისთვის უსაფრთხოების შეგრძნებას ქმნიან, ისინი ასევე ქმნიან შეგრძნებას რომ ამის გამო კაცს უნდა ემსახურო. ზუსტად ისევე როგორც სახელმწიფო მოქალაქეებისთვის ქმნის უსაფრთხოების შეგრძნებას, და იდეას რომ ბიუროკრატებს უნდა ემსახურო. მაგრამ საბოლოოდ, ამ ყველაფერს ერთი ფასი აქვს: თავისუფლება.

ჩემი ერთი ნახევარი, რომელიც არის ბიოლოგიისა და კულტურის ზეგავლენის ქვეშ, ისურვებს ძლიერ კაცს ან სახელმწიფოს, რომელიც მე დამიცვას. მაგრამ, ჩემს უფრო დიდ და ძლიერ ნაწილს, სურს თავისუფლება, ვიცხოვრო ჩემი ცხოვრება ისე როგორც მე მინდა, ეს ჩემი ნაწილი უყურებს იმ გასაოცარ კეთილდღეობას, რაც თავისუფალი და ღია ვაჭრობისგან მოდის, მას უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში, არა როგორც ქალს ან კაცს, არამედ როგორც ინდივიდს, რომელსაც გააჩნია ამის უნარი.

The Center for a Stateless Society (www.c4ss.org) is a media center working to build awareness of the market anarchist alternative


Source: https://c4ss.org/content/50895


Before It’s News® is a community of individuals who report on what’s going on around them, from all around the world.

Anyone can join.
Anyone can contribute.
Anyone can become informed about their world.

"United We Stand" Click Here To Create Your Personal Citizen Journalist Account Today, Be Sure To Invite Your Friends.

Please Help Support BeforeitsNews by trying our Natural Health Products below!


Order by Phone at 888-809-8385 or online at https://mitocopper.com M - F 9am to 5pm EST

Order by Phone at 866-388-7003 or online at https://www.herbanomic.com M - F 9am to 5pm EST

Order by Phone at 866-388-7003 or online at https://www.herbanomics.com M - F 9am to 5pm EST


Humic & Fulvic Trace Minerals Complex - Nature's most important supplement! Vivid Dreams again!

HNEX HydroNano EXtracellular Water - Improve immune system health and reduce inflammation.

Ultimate Clinical Potency Curcumin - Natural pain relief, reduce inflammation and so much more.

MitoCopper - Bioavailable Copper destroys pathogens and gives you more energy. (See Blood Video)

Oxy Powder - Natural Colon Cleanser!  Cleans out toxic buildup with oxygen!

Nascent Iodine - Promotes detoxification, mental focus and thyroid health.

Smart Meter Cover -  Reduces Smart Meter radiation by 96%! (See Video).

Report abuse

    Comments

    Your Comments
    Question   Razz  Sad   Evil  Exclaim  Smile  Redface  Biggrin  Surprised  Eek   Confused   Cool  LOL   Mad   Twisted  Rolleyes   Wink  Idea  Arrow  Neutral  Cry   Mr. Green

    MOST RECENT
    Load more ...

    SignUp

    Login

    Newsletter

    Email this story
    Email this story

    If you really want to ban this commenter, please write down the reason:

    If you really want to disable all recommended stories, click on OK button. After that, you will be redirect to your options page.